"გლობალური მოქალაქეობის განათლების ტრენინგ-კურსის შემუშავება" - კონფერენცია

18 მაი 2023

"გლობალური მოქალაქეობის განათლების ტრენინგ-კურსის შემუშავება საქართველოში" - კონფერენცია ამ თემაზე განათლების სექტორში მომუშავე უწყებებისთვის გაიმართა.

მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია გლობალური მოქალაქეობის განათლების პრინციპების, მიზნებისა და ამოცანების შესახებ, იმსჯელეს საერთო სასკოლო მიდგომის მნიშვნელობაზე გლობალური მოქალაქეობის განვითარებისთვის.