"მანჩესტერ სიტი" ჩემპიონთა ლიგის ფინალში "ინტერს" დაუპირისპირდება

17 მაი 2023

"მანჩესტერ სიტი" ჩემპიონტა ლიგის ფინალშია. 10 ივნისს სტამბოლში პეპ გვარდიოლას "მანჩესტერ სიტი" მილანის "ინტერს" სეზონის მთავარი ტიტულისთვის დაუპირისპირდება. "სამეფო კლუბთან" "სიტიმ" საოცრად ითამაშა და 4:0 გაანადგურა.

პირველ ნახევარფინალურ მატჩთან შედარებით, რომელიც "სანტიაგო ბერნაბეუზე" 1:1 დასრულდა.

გოლები:

  • 1:0 ბერნარდო სილვა,
  • 2:0 ბერნარდო სილვა,
  • 3:0 მილიტაო,
  • 4:0 ხულიან ალვარესი.

მანჩესტერ სიტი-რეალის მატჩის საუკეთესო ბერნარდო სილვა დასახელდა. 2022/23 წლების ჩემპიონთა ლიგის ფინალური დაპირისპირება 10 ივნისს, სტამბოლში, ათათურქის სახელობის არენაზე გაიმართება.