ფონიჭალაში სპეცოპერაცია მიმდინარეობს

18 მაი 2023

თბილისში, ფონიჭალის დასახლებაში სპეცოპერაცია ტარდება. საგამოძიებო მოქმედებები სავარაუდოდ, ნარკოდანაშაულს უკავშირდება. არსებული ინფორმაციით, საქმეზე დაკავებულია რამდენიმე ნარკორეალიზატორი.

ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცავები. სხვა დეტალები ჯერ-ჯერობით უცნობია.