ვოლოდიმირ ზელენსკი დიდ ბრიტანეთში

15 მაი 2023

საბრძოლო თვითმფრინავების მიწოდების თემა უკრაინისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენ ცას ვერ ვაკონტროლებთ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრთან, რიში სუნაკთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი ხალხისა და ჯარისკაცების სახელით მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა პრემიერ-მინისტრს.  რიში სუნაკის განცხადებით  დიდი ბრიტანეთი „შედარებით მალე“  იქნება მზად, უკრაინელი მფრინავები დასავლეთის მიერ მიწოდებული მოიერიშე თვითმფრინავების გამოყენების შესწავლის მიზნით გაწვრთნას.