ხანძარი შავშეთის ქუჩაზე

15 მაი 2023

ხანძარი იყო გვიან ღამით ბათუმში. შავშეთის 16 ნომერში, ცეცხლი ორ სართულიან ე.წ. ბარაკის ტიპის სახლს გაუჩნდა.

თვითმხილველების ინფორმაციით, ცეცხლი სავარაუდოდ ბუხრიდან გავრცელდა.   შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე სახანძრო-სამაშველო და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფები იყო მობილიზებული.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.