საქართველოს ძიუდოს შერეული ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლის მფლობელია

14 მაი 2023

ისტორიაში პირველად საქართველოს ძიუდოისტთა შერეული ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალის მფლობელია.

მესამე ადგილისთვის შეხვედრაში საქართველოს შერეულმა ნაკრებმა გერმანიის ნაკრები 4-2 დაამარცხა და მესამე საპრიზო ადგილი დაიკავა.

ამ გამარჯვებით კი საქართველომ 2024 წლის ოლიმპიადის გუნდური შეჯიბრის ლიცენზიია მოიპოვა.

შეგახსენებთ რომ გუნდურ შეჯიბრევამდე საქართველომ ინდივიდუალურ გამოსვლაში 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და ვაჟთა შორის პირველი ადგილი დაიკავა.