თურქეთში საარჩევნო უბნები დაიხურა

14 მაი 2023

თურქეთის მოსახლეობამ საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთა. ამ წუთებში თურქეთის დროით საარჩევნო უბნები იკეტება.  

საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებზე ხმის მიცემა დასრულებულია და დაახლოებით 2 საათში ცნობილი გახდება გააგრძელებს ქვეყნის მართვას რეჯეფ თაიფ ერდოღანი თუ ქვეყანას ახალი მმართველი ეყოლება.