უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები 

14 მაი 2023

პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო.

უწყების ცნობით, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 14 პირია დაკავებული. დანაშაულები 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პოლიციამ იარაღები და საბრძოლო მასალა  პირადი და საცხოვრებელი ბინების ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღო.