სანდრო ბაზაძე მადრიდის მსოფლიოს თასის გამარჯვებულია

13 მაი 2023

ქართველი მოფარიკავე სანდრო ბაზაძე მადრიდის მსოფლიოს თასის გამარჯვებულია.

ბაზაძემ ფინალურ დაპირისპირებაში იტალიელი რიკარდო ნუჩიო მარტივად 15-6 დაამარცხა და ესპანეთში საქართველოს ჰიმნი ააჟღერა.

ხმლით ფარიკაობაში მსოფლიოს პირველმა ნომერმა 7 წლის წინ კარიერაში პირველი მედალი სწორედ მადრიდში მოიპოვა.