გერმანია უკრაინელი ლტოლვილების ხარჯების დასაფარად დამატებით თანხას გამოყოფს

11 მაი 2023

წელს გერმანია  დამატებით ერთ მილიარდ ევროს  გამოყოფს ქვეყანაში ჩასული ლტოლვილების ხარჯების დასაფარად, მათი უმრავლესობა უკრაინიდანაა. განცხადება კანცლერმა ოლაფ შოლცმა ბერლინში ჟურნალისტებთან ბრიფინგზე გააკეთა.

შოლცის განცხადებით, უკრაინაში რუსეთის სამხედრო შეჭრის  შემდეგ გერმანიაში დაახლებით ერთი მილიონი უკრაინელი ლტოლვილი დარეგისტრირდა. შოლცი და გერმანიის ფინანსთა მინისტრი  თავიდან აცხადებდნენ, რომ მთავრობამ ვერ შეძლო მეტი თანხის გამოძებნა გერმანიის 16-ვე ფედერალური მიწის მუნიციპალიტეტისთვის.