ისრაელის საჰაერო იერიშების შედეგად ისლამური ჯიჰადის ერთ-ერთი ლიდერია ლიკვიდირებული

11 მაი 2023

ღაზის სამხრეთით, ხან იუნისში ისრაელის სარაკეტო იერიშების შედეგად ლიკვიდირებულია ისლამური ჯიჰადის სარაკეტო გამშვები ძალების ხელმძღვანელი და კიდევ ორი ბოევიკი.

ისრაელის სამხედრო-საჰაერო ძალები  მეორე დღეა უტევს  ღაზაში  ისლამური ჯიჰადის ობიექტებს, საპასუხოდ  პალესტინელი ბოევიკები ასობით რაკეტას უშვებენ  ისრაელის საზღვრის მიმართულებით, საჰაერო განგაშის ხმა ისმოდა  თელ-ავივთან ახლოს დასახლებულ რაიონებში,  ეგვიპტის ხელისუფლება ახლო აღმოსავლეთში დაპირისპირებულ მხარეებს შორის შუამავლის ინიციატივით გამოდის. 

ისრაელ-პასლესტინას შორის ძალადობის   ესკალაცია ისრაელის მიერ  სამშაბათს ისლამური ჯიჰადის სამი მეთაურის ლიკვიდაციას მოჰყვა.

ისრაელის მტკიცებით, ისინი  ისრაელის წინააღმდეგ თავდასხმებს გეგმავდნენ. ისრაელის სამხედრო ხელმძღვანელობის განცხადებით, ღაზის სექტორში  130-ზე მეტი სამიზნე დაიბომბა.