ბათუმის მიმართულებით მოძრავ ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა

11 მაი 2023

მახინჯაურიდან ბათუმისკენ მოძრავ ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა. შემთხვევა დღეს დილით მოხდა.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მძღოლმა ავტომობილიდან გადმოსვლა დროულად შეძლო.

ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო სამსახურის ბრიგადა და საპატრულო პოლიციის თანამშრომლები.