პენსიონერების ყოფა ხულოში

10 მაი 2023

გადავინაცვლოთ ხულოში და გავიგოთ რა აწუხებთ მაღალმთიანი აჭარის ამ მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ხანდაზმულებს და რა გამოწვევებზე საუბრობენ  პენსიონერები. პენსია  ყოველდღიურ საჭიროებებს არ ჰყოფნის, რადგან ხშირად სჭირდებათ მედიკამენტებიც. ამ ფონზე რას სთავაზობს მათ სახელმწიფო ,მათ შორის რა პროგრამები აქვს ადგილობრივ მერიას, ლენა მამულაძემ გაარკვია.