ჯანდაცვის სამინისტროს პრიორიტეტები

10 მაი 2023

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის 2024 წლის პრიორიტეტები  განიხილეს ჯანდაცვის სამინისტროში.შეხვედრას იმ სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, სადაც სახელმწიფო პროგრამები ხორციელდება.პრიორიტეტების გეგმის მიხედვით, მომდევნო წელს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ბიუჯეტი თითქმის  2 მილიონ-ნახევარი ლარი იქნება, ბენეფიციართა რაოდენობა კი, ვინც ამ სერვისებით უნდა ისარგებლოს დაახლოებით 50  ათასი.  იგეგმება ახალი პროგრამის ამოქმედებაც. ცენტრი აპირებს “სპორტსმენ ბავშვთა კარდიული სკრინინგის“ ჩატარებას,რაც სპორტულ სექციებში ჩართული 7-დან 13 წლის მოზარდების კარდიოლოგიურ კვლევებს მოიცავს.წელს ცენტრმა სამი ახალი პროგრამა დაიწყო, მათ შორისაა: ტყვიაზე გარემოს შესწავლის პროგრამა, მშობელთა სკოლა და ახალშობილთა მეტაბოლური სკრინინგი.