ტუნისში სინაგოგასთან სროლას 4 ადამიანი ემსხვერპლა

10 მაი 2023

ოთხი ადამიანი დაიღუპა და ცხრა დაშავდა ტუნისში სინაგოგასთან მომხდარი  სროლის შედეგად.  ტუნისის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ეროვნული გვარდიის საზღვაო ძალების თანამშრომელმა პირადი იარაღით მოკლა კოლეგა.

შემთხვევის ადგილზე მან ცეცხლი გახსნა უსაფრთხოების უწყების ქვედანაყოფების მიმართულებით, რომელიც სინაგოგასთან მდებარეობს.

თავდამსხმელმა დაცვის სამსახურის ექვსი თანამშრომელი დაჭრა, მათგან ერთი გარდაიცვალა. სამართალდამცავებმა თავდამსხმელის  ლიკვიდაცია მოახდინეს.