ბახმუტისთვის ბრძოლა გრძელდება

08 მაი 2023

სასტიკი შეტაკებების ეპიცენტრში მდებარე უკრაინის ქალაქ ბახმუტის განადგურების მასშტაბი დრონით გადაღებულ კადრებზეა ასახული - გადამწვარი სახლები, განადგურებული და დაზიანებული შენობები.

რუსეთმა უკრაინის ქალაქებზე დრონებითა და რაკეტებით საჰაერო დარტყმების ახალი სერია დაიწყო. მოსკოვმა უკრაინაზე თავდასხმები 9 მაისის გამარჯვების დღის წინ გააძლიერა. უკრაინის თავდაცვის მინისტრის განცხადებით,  რუსეთი ვაგნერის დაქირავებულ მებრძოლებს ბახმუტში აგზავნის, რათა ქალაქის აღება  9 მაისის გამარჯვების დღეს დაამთხვიოს.   

უახლოეს კვირებში, ვარაუდობენ, რომ  უკრაინა ქვეყნის აღმოსავლეთსა და სამხრეთში მთავარ კონტრშეტევას დაიწყებს იქედან რუსული ძალების განსადევნად.