საუკეთესო მასწავლებლის გამოსავლენად განაცხადების მიღება იწურება

07 მაი 2023

საუკეთესო მასწავლებლის გამოსავლენად გამოცხადებული  კონკურსისთვის განაცხადების შეტანის ვადა დღეს სრულდება.

სულ მცირე 3 წლიანი პედაგოგიური გამოცდილების მქონე მასწავლებელს ყველა საჭირო დოკუმენტის გაგზავნის შემთხვევაში შანსი ეძლევა მონაწილეობა მიიღოს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის კონკურსში.

მონაწილეობა შეუძლიათ როგორც საჯარო, ისე კერძო სკოლების პედაგოგებს.