პრეზიდენტის ვიზიტი დიდ ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამოფოში

05 მაი 2023

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სამუშაო ვიზიტით დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოს ეწვია ის ლონდონში მეფე ჩარლზ III-ის კორონაციის ცერემონიას დაესწრება. პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტი მონაწილეობას მიიღებს ასევე მიღებაში, რომელიც ბუკინგემის სასახლეში გაერთიანებული სამეფოს მეფე ჩარლზ III-ისა და დედოფალ კონსორტის სახელით ცერემონიაზე მიწვეული უცხო ქვეყნის ლიდერების პატივსაცემად გაიმართება.