ლიცეუმიდან საჯარო სკოლებში

13 თებ 2017

შაჰინის სკოლა-ლიცეუმის 340 მოსწავლიდან, ჯერჯერობით სხვა სკოლებში გადასვლასთან დაკავშირებით დოკუმენტაცია, მხოლოდ  18-მა მოსწავლის მშობელმა გაიტანა, თუმცა აჭარის განათლების სამინისტროში აცხადებენ, რომ საჯარო სკოლებში სწავლის გაგრძელების გადაწყვეტილება, უკვე 53-მა მათგანმა მიიღო. მშობლების უმრავლესობა, სასამართლო განხილვის მოლოდინშია.  ჯერ ისევ გაურკვეველია, იმ პედაგოგების ბედი, რომლებიც სკოლაში მუშაობენ.