20-მდე ევროპარლამენტარი ნიკა გვარამიას შეწყალებას ითხოვს

03 მაი 2023

ევროპარლამენტარები საქართველოს პრეზიდენტს მივმართავთ ნიკა გვარამია შეიწყალოს. ამის შესახებ ევროპარლამენტარი მარკეტა გრეგოროვა “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს და შესაბამის დოკუმენტს აქვეყნებს. საქართველოს პრეზიდენტისადმი მიმართვას ხელი 20-მდე ევროპარლამენტარმა მოაწერა.