უკრაინა მომავალი კონტრშეტევის დეტალებს მოკავშირეებისაც უმალავს

03 მაი 2023

უკრაინა კონფიდენციალური ინფორმაციის გაჟონვის თავიდან ასაცილებლად მოკავშირეებისგან მალავს მომავალი კონტრშეტევის დეტალებს - წერს გამოცემა Politico უკრაინის სამხედრო ხელმძღვანელობასთან კავშირის მქონე ორ ევროპელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით. 

თუმცა, პენტაგონის წარმომადგენელი ამავე  გამოცემასთან უარყოფს რაიმე ტიპის ცვლილებას ვაშინგტონისა და კიევის მიერ ინფორმაციის გაცვლასთან დაკავშირებით.