სოციოლოგიური კვლევებით გამოკითხულთა მეტი ნაწილი ერდოღანს უჭერს მხარს

02 მაი 2023

თურქეთში პრეზიდენტობის ორ მთავარ კანდიდატთან დაკავშირებით ჩატარებული სოციოლოგიური გამოკითხვების თანახმად, ქვეყნის პრეზიდენტს გამოკითხულთა 51.4 პროცენტი უჭერს მხარს.

თურქული მედიის ინფორმაციით, მოსახლეობის გამოკითხვა კვლევითმა ცენტრმა, „ოპტიმარმა“ 25-28 აპრილს ჩაატარა და მასში 3 ათასმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.

გამოკითხულთა 48.6 პროცენტი მხარდაჭერას უცხადებს გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატს.