ისტორიაში პირველად საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს

01 მაი 2023

საქართველოს ხელბურთელთა ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ისტორიაში პირველად ითამაშებს. საქართველოს ნაკრებმა შესარჩევი ეტაპის ბოლო ტურში ჯგუფის ფავორიტი უნგრეთის ნაკრები დაძაბულ ბრძოლაში 31-30 დაამარცხა.

საქართველოს ნაკრებმა შესარჩევ ეტაპზე 4 ქულა დააგროვა რითაც საუკეთესო მესამეადგილოსნებს შორის მოხვდა და ევროპის ჩემპიონატზე პირველად გავიდა.

ევროპის ჩემპიონატი 2024 წლის 10-28 იანვარს, გერმანიაში ჩატარდება.