სალონური საღამო სამუსიკო სკოლაში

30 აპრ 2023

სალონური საღამოები ,,სტუმრად ვახტანგ ღლონტთან" გრძელდება - საღამო ბათუმის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სამუსიკო სკოლის დიდ საკონცერტო დარბაზში შედგა.

სალონური საღამო სამუსიკო სკოლის მნიშვნელობას, უამრავ წარმატებულ მუსიკოსსა და დამსახურებული პედაგოგების წვლილს მიეძღვნა.