სასულიერო პირის საქმე

13 თებ 2017

დაკავებიდან მეოთხე დღეს დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე მედიასთან პირველ კომენტარს აკეთებს სასულიერო პირის უფლებამდაცველი. გიორგი ფანცულაია გეგმავს, რომ საგამოძიებო უწყებას მიმართოს. ჩვენ დავუკავშირდით მთავარ პროკურატურას. უწყებაში განგვიმარტეს, რომ საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება და ამ დროისთვის სხვა დეტალებზე ვერ ისაუბრებენ.