ბათუმის დრამატული თეატრის სპექტაკლი რუსთაველის თეატრის სცენაზე 

29 აპრ 2023

„სოფელსა შინა“ - სპექტაკლი ბათუმის დრამატული თეატრის დასმა თბილისში რუსთაველის თეატრის სცენაზე ითამაშა. წარმოდგენამ მაყურებლის მხრიდან დიდი ინტერესი გამოიწვია.

სპექტაკლი მიხეილ ჯავახიშვილის ნაწარმოების - „შერცხვენილნის“ მიხედვით ნუკრი ქანთარიამ დადგა.

რეჟისორი ამბობს, რომ სამომავლოდ დასი გასტროლითაც ეწვევა დედაქალაქს.