28 აპრ 2023
დღეს საქართველოს ფრენბურთის ეროვნული ჩემპიონატის 2023 წლის ქალთა ფინალის პირველი მატჩი გაიმართება. ''ბათუმი'' ტიტულისთვის ''თბილისს'' დაუპირისპირდება.
ფინალური ტური ორ მოგებამდეა და დღევანდელი და ხვალინდელი შეხვედრები თელავის სპორტის სასახლეში 18:00 საათზე დაიწყება.
ფინალში არის ასევე ფრენბურთის კლუბ ''ბათუმის'' მამაკაცთა გუნდიც, რომელიც 30 აპრილსა და 1 მაისს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს დაუპირისპირდება.