მადრიდში ანომალური სიცხეებია

27 აპრ 2023

მადრიდში ანომალური სიცხეებია. ესპანეთის დედაქალაქში   ზაფხულისთვის დამახასიათებელი უჩვეულოდ მაღალი ტემპერატურაა. 

მეტეოროლოგიურმა სააგენტო „აემეტმა“  მანამდე  განაცხადა, რომ აპრილი მეტეოროლოგიური დაკვირვების ისტორიაში სავარაუდოდ ყველაზე ცხელი იქნებოდა პირენეის ნახევარკუნძულზე.

კატალონიის ჩრდილო-აღმოსავლეთ რეგიონსა და ანდალუსიის სამხრეთ რეგიონში წყლის დონე 25%-მდე დაეცა.

კლიმატის მდგომარეობის  შესახებ ყოველწლიურ ანგარიშში  ევროკავშირის  კოპერნიკის  კლიმატის ცვლილების სამსახურმა აღნიშნა, რომ 2022 წელს სამხრეთ ევროპაში ისტორიაში ყველაზე  ცხელი დღეების რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა.