მექსიკაში მიგრანტებმა პროტესტის ნიშნად პირი ამოიკერეს

26 აპრ 2023

მექსიკაში არალეგალმა მიგრანტებმა პროტესტის ნიშნად  პირი ამოიკერეს. ისინი მექსიკის ხელისუფლებისგან ქვეყანაში გადაადგილების უფლებას  ითხოვენ. 

კუბელ და იორდანელ მიგრანტთა ჯგუფი სამხრეთ ქალაქ ტაპაჩულადან დედაქალაქისკენ გაემართა, რათა მექსიკის ხელისუფლებისგან აშშ-ში თავშესაფრის მიღების შესახებ  მათი შუამდგომლობა  დააჩქარონ. ისინი ასევე გააპროტესტებენ მარტში სასაზღვრო ქალაქ სიუდად ხუარესში მიგრანტების დაკავების ცენტრში 40 მიგრანტის დაღუპვას.

3 ათასამდე მიგრანტი მეხიკოში დაახლოებით 10 დღეში ჩავა.