შეარჩიე მოზაიკის ფილები, რომელიც საზაფხულო თეატრის მიმდებარედ დაიგება - გამოკითხვა

26 აპრ 2023

ბათუმის ბულვარში საზაფხულო თეატრის მიმდებარედ დაგეგმილია არსებული დაზიანებული ფილების მოზაიკით ჩანაცვლება - ინფორმაციას ბათუმის ბულვარი ავრცელებს.

"ბათუმის ბულვარი გთავაზობთ მოზაიკის რამდენიმე ვარიანტს. გთხოვთ, ჩაერთოთ ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე ღირშესანიშნავი ადგილისთვის მოზაიკის სასურველი დიზაინის არჩევაში: - აღნიშნულია ბათუმის ბულვარის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

აღნიშნული ესკიზებიდან ის ვარიანტი შეირჩევა, რომელიც გამოკითხვის შედეგად ყველაზე მეტ ხმას დააგროვებს. ხმის მიცემა დასრულდება 28 აპრილს 19:00 საათზე.

ხმის მიცემა შესაძლებელია შემდეგ ლინკზე:  - docs.google.com/forms