აშშ შეშფოთებულია, რომ აზერბაიჯანის მიერ ლაჩინის დერეფანზე საგუშაგოს გახსნა ძირს უთხრის სამშვიდობო პროცესს - სახელმწიფო დეპარტამენტი

24 აპრ 2023

აშშ ღრმად არის შეშფოთებული, რომ აზერბაიჯანის მიერ ლაჩინის დერეფანზე საგუშაგოს გახსნა ძირს უთხრის სამშვიდობო პროცესში ნდობის დამყარების მცდელობებს, - ამის შესახებ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ, გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

"აშშ ღრმად არის შეშფოთებული, რომ აზერბაიჯანის მიერ ლაჩინის დერეფანზე საგუშაგოს გახსნა ძირს უთხრის სამშვიდობო პროცესში ნდობის დამყარების მცდელობებს“, - ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეერთებული შტატები მხარეებს სამშვიდობო მოლაპარაკებების განახლებისკენ მოუწოდებს. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ადამიანებს ლაჩინის დერეფანში თავისუფალი გადაადგილებისა და ვაჭრობის საშუალება უნდა ჰქონდეთ.

„მოვუწოდებთ, განაახლონ სამშვიდობო მოლაპარაკებები და თავი შეიკავონ საზღვრის გასწვრივ პროვოკაციებისგან და მტრული ქმედებებისგან", - აღნიშნულია განცხადებაში.