ახალი ავტობუსები #3 და #9 ხაზებზე 

23 აპრ 2023

ბათუმში ავტოპარკის განახლება გრძელდება. მიღებულია  დამატებით 10 ახალი, ISUZU-ს მარკის ავტობუსი. 

ორშაბათიდან ტრანსპორტის განახლება განხორციელდება 2 მიმართულებით შემდეგ სამარშრუტო ხაზებზე: ახალი ავტობუსები ჩაანაცვლებენ დატვირთული მგზავრთნაკადით გამორჩეულ #3 ხაზზე ამჟამად მოძრავ ავტობუსებს.  

#9 სამარშრუტო ხაზზე მოძველებულ Zonda–ს მარკის ტრანსპორტს შეცვლის Isuzu Ataman–ის მარკის ავტობუსები.

ავტოპარკის სრული განახლება 2 კვირაში დასრულდება.