დედამიწის დღე

22 აპრ 2023

გამწვანების აქცია, დედამიწის დღესთან დაკავშირებით ბათუმის ცენტრალურ პარკში 50-მდე სხვადასხვა სახეობის ხე- მცენარე დაირგო.

გამწვანების აქციაში მე-3 და მე-7 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან ერთად გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურის თანამშრომლები მონაწილეობდნენ.

დედამიწის დღე მსოფლიოს 175 ქვეყანაში აღინიშნება. საქართველო ამ ქვეყნების სიას 1990 წლიდან შეუერთდა.