თეატრალიზებული პერფორმანსი არქეოლოგიურ მუზეუმში 

22 აპრ 2023

„ზღვაზე  დავბადებულვარ“ - ამ სახელწოდებით ბათუმის არქეოლოგიურ მუზეუმში თეატრალიზებული  წარმოდგენა გაიმართა.

მოსწავლეებმა კოლხეთში მეთევზეობა-ნაოსნობის ტრადიციები გააცოცხლეს ქვის ხანიდან დღემდე. ღონისძიების ორგანიზატორები ამბობენ, რომ  მსგავსი აქტივობები ხელს შეუწყობს ძველი ტრადიციების გახსენებას და პოპულარიზაციას.

ღონისძიების  შემდეგ თიხისა და ფერწერული მასტერკლასი ჩატარდა.