დირექტორობის მსურველთა სერტიფიცირება - გასაუბრების პროცესი იწყება

21 აპრ 2023

აჭარაში საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთა სერტიფიცირების ფარგლებში გასაუბრების პროცესი იწყება. გასაუბრებაზე გასვლის შესაძლებლობა აქვთ დირექტორობის მსურველებს, რომლებმაც სერტიფიცირების პირველი საფეხური – ტესტირება წარმატებით გაიარეს.   

გასაუბრების პროცესი 27-28 აპრილს აჭარის განათლების სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობაში გაიმართება, თარიღი კი დირექტორობის მსურველმა სერტიფიცირების ეტაპზე რეგისტრაციის დროს მინიჭებული უნიკალური კოდის გამოყენებით უნდა გადაამოწმოს.