იენს სტოლტენბერგი კიევში ჩავიდა

20 აპრ 2023

ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი კიევში ჩავიდა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. იენს სტოლტენბერგის ვიზიტი დაანონსებული არ ყოფილა.

როგორც უკრაინული მედია იუწყება, ნატო-ს გენერალური მდივანი მიხაილოვსკის მოედანზე იმყოფებოდა.

აღსანიშნავია, რომ ხვალ ნატო-ს გენერალური მდივანი დაესწრება ე.წ. რამშტაინის ფორმატის მორიგ შეხვედრას, რომელზეც უკრაინის პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლები კიევის სამხედრო საჭიროებებს განიხილავენ.