ეზიდ თანამოქალაქეებს გილოცავთ „აიდა სარსალეს“ დღესასწაულს - პრემიერი

19 აპრ 2023

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ეზიდ თემს „აიდა სარსალეს“ დღესასწაულს ულოცავს.

„ჩვენს ეზიდ თანამოქალაქეებს გულითადად გილოცავთ ახალი წლის დღესასწაულს – „აიდა სარსალეს“. ქვეყნისადმი ერთგულებითა და შრომისმოყვარეობით გამორჩეულ თქვენს თემს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ჩვენი საერთო სამშობლოს წინსვლაში. მშვიდობას, კეთილდღეობასა და ბედნიერებას გისურვებთ თქვენ და თქვენს ოჯახებს“, – ნათქვამია პრემიერის მისალოც ტექსტში.