20 აპრილს „მინისტრის საათის“ ფორმატში პარლამენტი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს მოუსმენს

18 აპრ 2023

20 აპრილს "მინისტრის საათის“ ფორმატში, პარლამენტი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს, ოთარ შამუგიას მოუსმენს. - ამის შესახებ, პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

"რაც შეეხება პლენარული სხდომების დღეებს, არსებული დღის წესრიგიდან გამომდინარე, დიდი ალბათობით, სამშაბათს, ოთხშაბათს და ხუთშაბათს გაიმართება პლენარული სხდომები. ამ განრიგით ვიმუშავებთ“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.