საფლავთა კურთხევის დღე

17 აპრ 2023

დღეიდან ბრწყინვალე შვიდეული დაიწყო. აღდგომის დღესასწაული ერთი კვირის  განმავლობაში  გრძელდება. მისი თითოეული დღე  როგორც სასულიერო პირები ამბობენ,  განსაკუთრებული მადლითაა  სავსე. ტრადიციულად ბრწყინვალე შვიდეულის ორშაბათს მართლმადიდებლები საფლავთა კურთხევას    აღნიშნავენ. დილიდან ხალხმრავლობა იყო ფერიის სასაფლაოებთან. ამ დღეს მორწმუნეები მიცვალებულთა საფლავებზე გადიან, რათა უფლის აღდგომა მათაც ახარონ.