მოსკოვის სასამართლომ ვლადიმერ ყარა-მურზას 25 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

17 აპრ 2023

რუს ოპოზიციონერს, ვლადიმერ კარა-მურზას 25 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. გადაწყვეტილება მოსკოვის საქალაქო სასამართლომ მიიღო.

მას ბრალად რუსული არმიის დისკრედიტაცია, რუსეთში არასასურველ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა და სახელმწიფოს ღალატი დასდეს.

ვლადიმერ კარა-მურზა ბრალდებებს უარყოფს. კარა-მურზა რუსეთის და ბრიტანეთის მოქალაქეა, წლების განმავლობაში აკრიტიკებდა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს და რუსეთის ხელისუფლების წევრების წინააღმდეგ სანქციების დაწესებას ლობირებდა.