თაფლის ექსპორტი - გამოწვევები სექტორში

16 აპრ 2023

ქართული თაფლის მთავარი სარეალიზაციო ბაზარი გასული წლის მიხედვით ევროკავშირი იყო, სადაც ექსპორტი 75%-ით გაიზარდა.

ევროპულ ქვეყნებში პროდუქციაზე მოთხოვნა დიდია, თუმცა დეფიციტის გამო, მაგალითად აკაციის თაფლის ექსპორტი მაისის თვემდე შეჩერდა.

ქართველი მეფუტკრეები ქვეყნისთვის ევროკავშირის ბაზრის ხელმისაწვდომობას დადებითად აფასებენ, თუმცა აქვე საუბრობენ გამოწვევებზე, რომლებსაც ისინი აწყდებიან.