რამინ შამილიშვილმა ევროპის ჩემპიონატზე ორჭიდის ჯამში ვერცხლის მედალი მოიპოვა

16 აპრ 2023

ერევანში მიმდინარე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე რამინ შამილიშვილმა ატაცში ოქროს, აკვრაში ბრინჯაოს და ორჭიდის ჯამში ვერცხლის მედალი მოიპოვა.

55 კგ. წონით კატეგორიაში რამინმა ატაცში 109/111/113 კილოგრამს გაართვა თავი და ამ დისციპლინაში ჩემპიონი გახდა.

ქართველმა ძალოსანმა აკვრაში  132/136 კილოგრამი დაძლია და ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა, ხოლო ორჭიდში მოგროვილი 249 კილოგრამით ვერცხლი მოიპოვა და მხოლოდ 1 კგ-ით ჩამორჩა ჩემპიონ ბულგარელ ანგელ რუსევს. 

დღესვე 61 კგ. წონით კატეგორიაში თბილისის დროით 20:00 შოთა მიშველიძე და გოდერძი ბერდელიძე იასპარეზებენ.