გოდერძი მახარაძის მორიგი რეკორდი

16 აპრ 2023

გოდერძი მახარაძის  მორიგი რეკორდი. რეკორდსმენმა თავით  ბურთი  358-ჯერ 17 წუთსა და 58 წამში აკენწლა.

ახლა ის მორიგი რეკორდისთვის ემზადება, სპორტსმენმა თავზე დადებული 16 კილოგრამიანი ლელო ბურთით 50 მეტრი უნდა გაიაროს და ამ მანძილის დაფარვა 2 წუთზე ნაკლებ დროში უნდა მოახერხოს.

ამ რეკორდით ის საიუბილეო მე-60 რეკორდს დაამყარებს.