მოსალოდნელი ამინდი

11 თებ 2017

ხვალ დღის ბოლომდე საქართველოს მთელ ტერიტორიაზე წვიმიანი ამინდი შენარჩუნდება.  მაღალმთიან აჭარაში კი ითოვებს და მოსალოდნელია ზვავსაშიშროება. ზღვაში 4 ბალიანი საშტორმო მდგომარეობა შენარჩუნდება. რაც შეეხება ტემპერატურას  სანაპირო ზოლში ღამით 0 - 5, დღისით  კი 7 გრადუსი სითბოა მოსალოდნელი, მთაში ჰაერი 5-დან 10 გრადუსამდე გათბება, დღისით ყინვაა ნავარაუდევი.  სინოპტიკოსები 15 თებერვლიდან ამინდის გაუარესებას პროგნოზირებენ.