გერმანიის მთავრობა ნავალნის გათავისუფლებას მოითხოვს

13 აპრ 2023

გერმანიის მთავრობა  პატიმრობაში მყოფი რუსი ოპოზიცინერი პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნის  ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო შეშფოთებას გამოთქვამს. განცხადება ბერლინში გერმანიის ფედერალური მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ქრისტინ ჰოფმანმა გააკეთა.

მისი თქმით, ოფიციალურმა ბერლინმა  მიიღო  შეტყობინება  ალექსეი ნავალნის ჯანმრთელობის გართულებული მდგომარეობის შესახებ და მოითხოვს შეწყდეს  ის არაადამინური მოპყრობა, რომელსაც იგი, სავარაუდოდ, საპატიმროში  აწყდება. 

გერმანიის მთავრობა ასევე მოითხოვს ნავალნისთვის საჭირო   სამედიცინო დახმარების აღმოჩენას და უმთავრესად  პოლიტიკოსის პატიმრობიდან  გათავისუფლებას.