13 აპრ 2023
პარიზში პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის საპენსიო რეფორმის წინააღმდეგ საყოველთაო პროტესტის მე-12-ე დღეს სანდასუფთავების მუშაკებმა გაფიცვა განაახლეს.
გაფიცვას შეუერთდნენ რკინიგზის მუშაკებიც, რამდენიმე მიმართულებით გაუქმდა მატარებლების მოძრაობა.
მოსალოდნელია ასევე ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების თანამშრომლებისა და მასწავლებლების გაფიცვაც.
საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვების თანახმად, ამომრჩეველთა დიდი ნაწილი ეწინააღმდეგება საპენსიო ასაკის ორი წლით 64 წლამდე გაზრდას.