რიკოთის უღელტეხილზე მსუბუქი ავტომობილების გადაადგილება უკვე შესაძლებელია

13 აპრ 2023

რიკოთის უღელტეხილზე მსუბუქი ავტომობილების გადაადგილება დღეიდან უკვე შესაძლებელია. სატვირთო ავტომობილების გატარება პოლიციამ გუშინ საღამოსვე დაიწყო. თუმცა, დროებით იმოქმედებს სპეციალური რეჟიმი.

კერძოდ, დღეიდან ყოველდღე დილის 7-დან საღამოს 7-საათამდე უღელტეხილზე მოძრაობა დასაშვები იქნება მხოლოდ მსუბუქი ავტომობილებისა და ავტობუსებისათვის. ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და სატვირთო ავტომობილების მოძრაობა დასაშვები იქნება საღამოს 9 საათიდან დილის 6-მდე. ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროის ამ მონაკვეთში აკრძალული იქნება.

საავტომობილო გზის რიკოთის გვირაბი-ხევის მონაკვეთზე, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში.