12 აპრ 2023
დაბა ხულოში ტბელ აბუსერისძის ქუჩაზე სკვერების რეაბილიტაციასა და მიმდებარედ განთავსებული საზოგადოებრივი დანიშნულების შენობა ნაგებობების ფასადების კეთილმოწყობისთვის ხულოს მერიამ პროექტის მოსამზადებლად ტენდერი გამოაცხადა.
ამის შემდეგ კიდევ ერთი ტენდერი კეთილმოწყობის სამუშაოებზე გამოცხადდება. პროექტის ღირებულება 80 ათასი ლარია.