დღეს "ბათუმი" და "თსუ" საქართველოს საკალათბურთო თასის ფინალს ითამაშებენ

12 აპრ 2023


დღეს საქართველოს საკალათბურთო თასის ფინალური შეხვედრა გაიმართება. თბილისის ოლიმპიურ სასახლეში საკალათბურთო კლუბი ‘’ბათუმი’’ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდს დაუპირისპირდება.

ნახევარფინალში ბათუმელებმა გურჯაანის „დელტა“ ანგარიშით 107:74 დაამარცხეს, ხოლო ‘’თსუ’’-მ დაძაბულ შეხვედრაში ‘’ოლიმპს’’ 87:84 სძლია.

ფინალი დღეს ‘’ბათუმსა’’ და ‘’თსუ’’-ს 19:00 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირი ეთერი საქართველოს კალათბურთის ფედერაციის გვერდზე გადაიცემა.