დაჯილდოება ხულოს საგზაო დეპარტამენტში

05 აპრ 2023

აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხულოს რაიონული განყოფილების თანამშრომლებს მადლობის სიგელები გადაეცათ. უწყების თანამშრომლებს ჯილდო მუნიციპალიტეტში  დიდთოვლობის შედეგად  წარმოშობილი გამოწვევებისას გამოჩენილი მაღალი პროფესიონალიზმის თავდაუზოგავი შრომისა და მამაცობისთვის გადაეცათ.გზების დეპარტამენტის ხულოს განყოფილებაში სულ 98 ადგილობრივია დასაქმებული.